ატენის ტერასები ერთ-ერთი გამორჩეული ვენახების მქონე მეღვინეობაა, რომელმაც 2010 წელს დაიწყო ტერასული ვენახების გაშენება საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ქართლის რეგიონში, სოფელ ატენში. მარნის დამფუძნებელი და მეღვინე ილია თერმაკოზიშვილია, იგი ბიო სერტიფიცირებულ ღვინოებს აწარმოებს. როგორც თავად ილია ამბობს მისი ვენახების ნიადაგი მსგავსია შემადგენლობით მოზელის ნიადაგის, მან ჩაატარა კვლევა უცხოელი სპეციალისტების დახმარებით და გეგმავს რისლინგის გაშენებას მის ვენახებში.
ატენის ტერასების მიმართულება კლასიკური, უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში დაყენებული ღვინოებია. მათი სადებიუტო მოსავალი 7 წლის შემდეგ, 2017 წელს შედგა. მეღვინეობა ყოველწლიურად აწარმოებს 10 ათას ბოთლამდე.