მარანი „39 ქვევრის“ ძირითადი ფასეულობა ტრადიციული ქართული ღვინოა, უძველესი მეთოდით ქვევრში დაყენებული, ადგილობრივი ჯიშებიდან. მარანი და ვენახები გაშენებულია სოფელ ბიწმენდში, სადაც ოთხი გამორჩეული ქართული ვაზის ჯიში მოჰყავთ (შავკაპიტო, გორული მწვანე, ქისი და ხიხვი). ვენახები გაშენებულია ალუვიურ კარბონატულ ნიადაგზე,რომელიც მნიშვნელოვნად მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით. ნიადაგის ეს მახასიათებლები კი ღვინოს ძლიერ და დასამახსოვრებელ ხასიათს სძენს, რომელიც გემოზე მინერალებით და სრული სხეულით გამოიხატება.