კომპანია

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.

ეს გზა ქალაქის ურბანულ ნაწილში მაღაზია/ბარის გახსნით დავიწყეთ. ვფიქრობთ, ქალაქის მოსახლეობას სჭირდება მსგავსი ადგილები, რათა განვითარდეს ღვინის სმის კულტურა და კარგი ღვინის დაფასება. ამის შემდეგ თვითონ მეღვინეობებსაც უფრო დიდი სურვილი ექნებათ უკეთესი ღვინის წარმოების, რადგან ქართველი ქართულის ყველაზე კარგი შემფასებელია.

ჩვენ შესახებ

კარგი ღვინოების შესაგროვებლად შევქმენით დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, სადაც პერიოდულად ახალ-ახალ დეგუსტატორებს ვიწვევთ. ყოველთვიურად 100-მდე ღვინოს ვსინჯავთ დეგუსტაციის ფარული მეთოდით. ღვინის შერჩევის ჩვენი მიდგომა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ყველა მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს, კარგი ღვინო მომხმარებლამდე მიიტანონ და პოპულარობა მოიპოვონ. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია მოგვაწოდოს საკუთარი ღვინო და სადეგუსტაციო კომისიის მხრიდან მოწონების შემთხვევაში, ჩვენი მაღაზიის თაროებზე მოხვდეს.

ყველა ეს ღვინო თაროებზე ჯიშების და ადგილწარმოშობების მიხედვით ეწყობა, რის შემთხვევაშიც ყველა მეღვინეობა თანაბარ პირობებშია. არ ხდება უპირატესობების მინიჭება მწარმოებელის მიხედვით თაროზე. ჩვენი სტუმრებისთვისაც უფრო მოსახერხებელია ამ მიდგომით სასურველი ღვინის მოძიება.

კარგი ღვინო არ არის მხოლოდ მაღალ შემოსავლიანი ადამინების სასმელი. დღევანდელი მეღვინეობები იძლევიან საშუალებას ეკონომიურ ფასად იყოს მათი ღვინო ხელმისაწვდომი მაღაზიაში.

ჩვენთან ყველა ღვინო ქართულია და მომავალშიც ასე იქნება!

Up