წინანდლის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან ფრანგული მუხის კასრში ფერმენტირებული და 12 თვით დავარგებული ღვინო ღია ოქროსფერია, მომწვანო ელფერით. წამყვანია კასრში დავარგების არომატები: სანელებლები, წიწვოვანი მცენარეები, თეთრი პილპილი. ასევე იგრძნობა ნაღების, თეთრი ბლის მურაბისა და ფორთხლის ცედრის ტონები. პალეტი არომატებთან შედარებით მეტად ცინცხალია, ხალისიანი მჟავიანობითა და ციტრუსის ტონებით. გემოს დაყვება მსუბუქი სიცხარე და მინერალურობა.
იდეალურია მათთვის ვისაც მოსწონს კასრში დავარგების არომატებით გაჯერებული თეთრი ღვინოები. ღვინოს აქვს ბოთლში დაძველების რამდენიმე წლიანი პერსპექტივა. კარგად შეეხამება გრილზე შემწვარ ორაგულს ან თინუსს, ფრინველის ხორცსა და სოკოს კერძებს.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ღია ჩალისფერი
- მწვანე ხილი
- ყვავილები
- ციტრუსი
- მუხის ტონები
- კლასიკური/მუხის კასრი
- სიმონეთის ღვინის მარანი
- წინანდალი
- კახეთი