ღვინოს აქვს მოყვითალო შეფერილობა, დაბალი ინტენსივობის ყვითელი ვაშლის და მსხლის არომატები. გემოზე ღვინო ჰარმონიულია, დაბალანსებული ტანინებით, დაბალი მჟავიანობით და ხანმოკლე ხილის დაბოლოებით. ღვინო არ საჭიროებს დავარგებას. მიირთვით ქათმის სალათთან, ინდაურის სენდვიჩთან და სოკოს ტაკოსთან ერთად.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
- მწიფე თეთრი ხილი
- მსუბუქი სხეული
- ქვევრი
- ჩინური
- ქართლი
ბინეხის მეღვინეობა 1990 წელს დაარსდა, იგი თბილისში, ზაჰესში მდებარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ბინეხი ერთ-ერთი წამყვანი მეღვინეობა გახდა საქართველოში. მარნის მთავარი მეღვინე ბაჩანა ხალვაში წლებია რაც უძღვება პროცესებს, მისი შექმნილი არა ერთი გამორჩეული და საინტერესო ნიმუში ახსოვს ქართველ ღვინის ენთუზიასტებს. მეღვინეობასთან ერთად იგი ხელოვნებით არის გატაცებული და ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ სათამაშოებს.მეღვინეობა ნაწილობრივ ფლობს ვენახებს როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.