კახური კოლექცია მათი ერთი-ერთი გამორჩეული ნიმუშია, რომელშიც გაერთიანებულია რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშები. ღვინო დამზადებულია ქვევრში, ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით. ახასიათებს ცოცხალი ქარვისფერი შეფერილობა, სანელებლებისა და მინდვრის ყვავილების ინტენსიური არომატი. ღვინის ჭიქაში დატრიალების შემდეგ ტკბილი ხილისა და გარგრის მურაბის არომატი იშლება. გემოზე არის ხავერდოვანი და რბილი, ახასიათებს საშუალო ტანინები, ხანგრძლივი, მოტკბო დაბოლოებით.
ღვინო იდეალურია საკოლექციოდ, აქვს ბოთლში განვითარების დიდი პერსპექტივა. გასტრონომიული კუთხითაც საინტერესო ნიმუშია, იდეალურად ეხამება ქათამს ტკბილ-ცხარე სოუსით, სოკოს კრემ-სუპს, ნივრის პურთან ერთად.
კატო შალვაშვილი
8000 მოსავლის სომელიე და დეგუსტატორი
- მუქი ოქროსფერი
- ხავერდოვანი
- ჰარმონიული
- დაბალი სიმჟავე
- მდიდარი
- ქვევრი
- კახური მწვანე
- რქაწითელი
- კახეთი