მეღვინეობის შესახებ
მეღვინე და დამფუძნებელი - გიორგი სოლომნიშვილი ძირითადად ფოკუსირდება საფერავის ჯიშისგან სხვადასხვა სტილის ღვინოების დაყენებაზე. მეღვინეობა მდებარეობს კახეთში და ყურძენს სხვადასხვა ტერუარიდან, დაბალმოსავლიანი ვენახებიდან იყენებს. ფერმენტაციასა და დავარგებას წარმართავს, როგორც ქართულ ტრადიციულ ქვევრებში, ისე უჟანგავი ფოლადის ავზებსა და მუხის კასრებში. მისი ღვინოები, როგორც წესი სულ მცირე 2 წლიანი დავარგების შემდეგ ჩნდება ბაზარზე. თითოეული ღვინის ეტიკეტი თავად მეღვინის შექმნილია და თითოეული ეტიკეტი განსხვავებულ ისტორიას ყვება მეღვინის ცხოვრებიდან. ასევე, თითოეული ეტიკეტის მიღმა განსხვავებული ვენახი და ტერუარი იმალება.
ღვინის შესახებ

გიორგი სოლომნიშვილი ახალგაზრდა მეღვინეების რიგებში დგას და საკმაოდ საინტერესო პროექტებს სთავაზობს ღვინის ენთუზიასტებს, მას შექმნილი აქვს ბევრი დასამახსოვრებელი ღვინო და ეს მათ შორის ერთ-ერთია. ახასიათებს საშუალო ინტენსივობის ლალისფერი შეფერილობა, არომატზე იგრძნობა კენკრის, ალუბლისა და კვამლის არომატები, გემოზე არის საშუალოდ ინტენსიური, იგრძნობა მუხის ძლიერი ტანინები, არის ხანმოკლე. ღვინომ გადააბიჯა თავისი განვითარების პოტენციალს და შეიძლება ჩაითვალოს საკოლექციო ნიმუშად.

რეზი ცეცხლაძე

მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3

ალკოჰოლი
13
ფერი
  • ძოწისფერი
არომატი
  • ალუბალი
  • მაყვალი
გემო
  • სრული სხეული
  • ქლიავის ჩირი
  • ხავერდოვანი ტანინები
ტექნოლოგია
  • ქვევრი/მუხის კასრი
ჯიში
  • საფერავი
ადგილი
  • ყვარელი
რეგიონი
  • კახეთი
წელი
2010

Up