თბილღვინოს მუკუზანი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა. დამზადებულია მუკუზნის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან კლასიკური მეთოდით, დავარგებულია მუხის კასრებში.
ღვინო არის ალუბლისფერი, დაჰყვება ლალისფერი ელფერი. ბუკეტში გამოხატულია როგორც ჯიშობრივი - მწიფე მაყვალი და შავი ქლიავი, ასევე კასრში დავარგებისთვის დამახასიათებელი არომატები - ძირტკბილა, შავი პილპილი, ტყის ნიადაგი, ტყავი და თამბაქო. აქვს სრული სხეული, მრგვალი ტანინები და დაბალანსებული პალეტი.
სასურველია მიირთვათ ღვინის მოსავლის წლიდან 4-5 წლის განმავლობაში. მოუხდება ხორციან კერძებს, სიცილიურ პარმიჯიანას (ბადრიჯნის კერძი), სოკოს კერძებს.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ლალისფერი
- წითელი კენკრა
- ალუბალი
- შებოლილი ტონები
- კლასიკური
- საფერავი
- მუკუზანი
- კახეთი