თავკვერის ყურძნის ჯიშისგან დაყენებული ბროწეულისფერი შეფერილობის ღვინო, რომლის არომატშიც ინტენსიურად იგრძნობა კენკროვანი ხილის, მაყვლისა და მოცხარის ტონი. გემოზე რბილი, მრგვალი, ჰაეროვანი ტანინები იგრძნობა. ღვინო დაბალანსებული და ჰარმონიულია. იდეალურია ზაფხულში მისართმევად. მათთვის, ვისაც უყვარს წითელი ღვინო.
ღვინო იდეალურად ეხამება ხილის ტორტსა და შებოლილ ყველს.
კატო შალვაშვილი
8000 მოსავლის სომელიე და დეგუსტატორი
- ლალისფერი
- წითელი კენკროვანი ხილი
- მსუბუქი სხეული
- კლასიკური
- თავკვერი
- ქართლი
მარანი „39 ქვევრის“ ძირითადი ფასეულობა ტრადიციული ქართული ღვინოა, უძველესი მეთოდით ქვევრში დაყენებული, ადგილობრივი ჯიშებიდან. მარანი და ვენახები გაშენებულია სოფელ ბიწმენდში, სადაც ოთხი გამორჩეული ქართული ვაზის ჯიში მოჰყავთ (შავკაპიტო, გორული მწვანე, ქისი და ხიხვი). ვენახები გაშენებულია ალუვიურ კარბონატულ ნიადაგზე,რომელიც მნიშვნელოვნად მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით. ნიადაგის ეს მახასიათებლები კი ღვინოს ძლიერ და დასამახსოვრებელ ხასიათს სძენს, რომელიც გემოზე მინერალებით და სრული სხეულით გამოიხატება.