ღვინოს აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა, საშუალო ინტენსივობის ქლიავის ჯემის, მწიფე მაყვალი, კოწახური და ასკილის არომატი. ღვინოს აქვს 2022 წლისთვის დამახასიათებელი „დამწვარი ხილისა და ტანინების“ ხასიათი. 2022 წელს საქართველოს უმეტეს ნაწილში, ზაფხულის პერიოდში, ორ თვემდე არ ყოფილა ნალექი, რამაც გამოიწვია ყურძნის კანის დამწვრობა, ვეგეტაციის შეჩერება და მკვახე ტანინების შენარჩუნება, მაღალი შაქრიანობის მიუხედავად ღვინოს აქვს მოსავლის თავისებურებისთვის დამახასიათებელი სიხისტე, მკვახე ხილის და ამავდროულად გრილზე შემწვარი ხილის, შებოლილი ტონები. ღვინოს არ აქვს ხანგრძლივი დავარგების პოტენციალი, მიირთვის 2024-2026 წლებში, კენკროვანი ხილის გრილ სუპთან, ჟოლოს სორბესთან, მარინირებულ შემწვარ თევზთან და გრილზე შემწვარ ატმის და თხის ყველის სალათთან ერთად.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
- ღია ალუბლისფერი
- ქლიავი
- წითელი კენკრა
- ხავერდოვანი
- კლასიკური
- თავკვერი
- ქართლი