ჭოტიაშვილის საოჯახო მარანი 2002 წელს დაარსდა და ერთ-ერთ პირველ საოჯახო მარანს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის განვითარების ადრეულ ეტაპზე გადაწყვიტა ღვინის წარმოება. მარანი მდებარეობს სოფელ სანიორეში, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში.
მეღვინეობას აქვს 40 ზე მეტი ყურძნის ჯიში რომლებზეც, კახა ჭოტიაშვილი (მეღვინე და დამფუძნებელი) ყოველწლიურად ექსპერიმენტებს ატარებს. მეღვინეობა იყენებს 14 სხვადასხვა ჯიშს კომერციული მიმართულებით, მათ შორის რამოდენიმე საერთაშორისო ყურძნის ჯიშსაც. ჭოტიაშვილის საოჯახო მარანი საშუალო ზომის არის მარნებს შორის და საკუთარი ვენახებიდან მოკრეფილი ყურძნით აწარმოებს ღვინოებს ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ენდემური საფუვრის კულტურის დახმარებით.
ღვინოს აქვს საშუალო ალუბლისფერი შეფერილობა, ძველი ხის კარადის, ღვინის სარდაფის, ჟოლოს, მარწყვის და გამომშრალი ყვავილების არომატი. ღვინო არის დაბალანსებული, აქვს საშუალო სხეული, მაღალი ალკოჰოლი, საშუალო მჟავიანობა და ხანგრძლივი, ხილზე ორიენტირებული დაბოლოება. ღვინო არის დავარგებული და არ საჭიროებს შემდგომ ხანგრძლივ დავარგებას. მიირთვით 2022-2026 წლებში, ცხარე კერძებთან, შემწვარ ღორის ხორცთან და ესპანური ტაპასის ნაირსახეობებთან ერთად.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
- ღია ლალისფერი
- დაბალანსებული ტანინებით
- ქვევრი
- თავკვერი
- სანიორე
- კახეთი