ღვინოს აქვს მუქი ქარვისფერი შეფერილობა, კედარის, დარიჩინის, ვანილის, მიხაკის და ყვითელი კურკოვანი ხილის ჩირების არომატები. პალეტზე ღვინო არის სრულსხეულიანი, დავარგების ტონებით, დაბალანსებული მჟავიანობითა და ჩირის ტონების დაბოლოებით. ღვინო არ საჭიროებს დავარგებას, შეუხამეთ ჩირებს, თხილეულს, ძეხვეულის და დავარგებული ყველის დაფებს.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
- ოქროსფერი
- ყვითელი ხილი
- დაბალანსებული ტანინებით
- ჰარმონიული
- ქვევრი
- კახური მწვანე
- კახეთი
ბინეხის მეღვინეობა 1990 წელს დაარსდა, იგი თბილისში, ზაჰესში მდებარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ბინეხი ერთ-ერთი წამყვანი მეღვინეობა გახდა საქართველოში. მარნის მთავარი მეღვინე ბაჩანა ხალვაში წლებია რაც უძღვება პროცესებს, მისი შექმნილი არა ერთი გამორჩეული და საინტერესო ნიმუში ახსოვს ქართველ ღვინის ენთუზიასტებს. მეღვინეობასთან ერთად იგი ხელოვნებით არის გატაცებული და ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ სათამაშოებს.მეღვინეობა ნაწილობრივ ფლობს ვენახებს როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.