ღვინო დამზადებულია ქვევრში, კახური ტრადიციული მეთოდის მიხედვით, 6 თვიანი მაცერაციით ჭაჭასთან. იგი წარმოადგენს ორი მნიშვნელოვანი კახური ჯიშის, რქაწითელისა და კახური მწვანეს, კუპაჟს თანაბარი რაოდენობით. ღვინო არის მუქი ქარვისფერი, ნარინჯისფერი ელფერით და საშუალოზე მაღალი ინტენსივობის ბუკეტით. გამოხატულია კურკოვანი ხილის, ჩირებისა და წიწვოვანი არომატები, განსაკუთრებით ევკალიპტის. აქვს სრული სხეული და მსუბუქად მთრიმლავი ტანინები. გემოს გასდევს სასიამოვნო სიმლაშე.
რეკომენდებულია მიირთვათ ქათმის ხორცთან, გრილზე მობრაწულ მწვანე ბოსტნეულთან და ჩაშუშულებთან ერთად.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ქარვისფერი ოქრო
- ევკალიპტი
- თეთრი ბლის მურაბა
- მარწყვი
- ნუში
- მინერალური
- მსუბუქი
- ქვევრი
- მწვანე
- კახეთი