ღვინო დაყენებულია თეთრი ღვინის კლასიკური ტექნოლოგიით, კახეთის რეგიონის სოფელ ახმეტაში მოწეული ქისის ვაზის ჯიშის ყურძნისგან. აქვს ღია ოქროსფერი შეფერილობა. ახასიათებს ქისისთვის დამახასიათებელი ჯიშობრივი არომატები, როგორიცაა ბაღის და კურკოვანი ხილი, ასევე გამოხატულია თაფლისა და მოხალული თხილის ტონები. გემოვნური თვისებები კარგად დაბალანსებული და ჰარმონიულია.
სასურველია ღვინო მიირთვათ მის ადრეულ ასაკში და შეუხამოთ ფრინველის ხორცს, სანელებლებიან კერძებსა და სალათებს.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ჩალისფერი
- ციტრუსი
- თეთრი ახალი ხილი
- კლასიკური
- კახეთი
ბინეხის მეღვინეობა 1990 წელს დაარსდა, იგი თბილისში, ზაჰესში მდებარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ბინეხი ერთ-ერთი წამყვანი მეღვინეობა გახდა საქართველოში. მარნის მთავარი მეღვინე ბაჩანა ხალვაში წლებია რაც უძღვება პროცესებს, მისი შექმნილი არა ერთი გამორჩეული და საინტერესო ნიმუში ახსოვს ქართველ ღვინის ენთუზიასტებს. მეღვინეობასთან ერთად იგი ხელოვნებით არის გატაცებული და ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ სათამაშოებს.მეღვინეობა ნაწილობრივ ფლობს ვენახებს როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.