- ქარვისფერი
- ყვავილები
- ციტრუსი
- დაბალანსებული მჟავიანობა
- მინერალური დაბოლოება
- ქვევრი
- ციცქა
- ცოლიკაური
- ბაიას ღვინო
- ობჩა
- იმერეთი
ბაიას ღვინო დასავლეთ საქართველოს, იმერეთის მეღვინეობაა. რომელსაც დასაწყისში სათავეში ახალგაზრდა ბაია აბულაძე ჩაუდგა. პროფესიით მეღვინე არ ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში ბიძის გავლენით რომელიც ყურძენს ყოველ წელს წურავდა დაინტერესდა და შეუყვარდა. დღეს უკვე მისი და-ძმა გიორგი და გვანცა აბულაძეებიც ჩაერთვნენ საქმიანობაში. შეიძინეს როგორც პროფესია და უკვე სხვადასხვა მიმართულებით უძღვებიან ამ საქმეს. მათ საკუთარი ვენახები აქვთ სადაც ცდილობენ ნაკლებად ჩაერიონ დამხმარე საშუალებებით და შეინარჩუნონ მეტად ბუნებრივი გარემო. ღვინის დაყენების პროცესსაც ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ, როგორც თავად ამბობენ ნატურალური მეღვინეობის მთავარი არსი ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნაა, მაღალი ხარისხის ყურძენი კი საშუალებას აძლევს, რომ ზედმეტი ჩარევის გარეშე შექმნან სახასაითო და ინდივიდუალური ღვინო.