თელავის რაიონის სოფელ კონდოლში გაშენებული ფრანგული ყურძნის ჯიშისგან, შარდონესგან, კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინო ღია ჩალისფერია, მწვანე ელფერით. ახასიათებს ინტენსიური ბუკეტი. გამოხატულია ტროპიკული ხილის (ბანანი, ანანასი), ციტრუსის (ლიმონი, ლაიმი), ხურტკმელისა და ყვავილოვანი არომატები. არის მხიარული და ენერგიული ახალგაზრდა ღვინო, ცინცხალი მჟავიანობით, იგრძნობა მინერალურობა პალეტზე.
სასურველია ღვინო მის ადრეულ ასაკში მიირთვათ. შესაძლოა გამოილექოს ღვინის ქვა, თეთრი მცირე ზომის კრისტალური ნალექის სახით. იდეალურია აპერატივად, ზღვის პროდუქტთან, თეთრ თევზთან და სატაცურთან შესახამებლად.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ჩალისფერი
- ბაღის ხილი
- ციტრუსი
- მწვანე ვაშლი
- ჰარმონიული
- კლასიკური
- შარდონე
- კახეთი