მეღვინეობის დამფუძნებელი და მეღვინე, ქართველი მორაგბე ზურა მოგელაძეა. ზურა ბორდოში თამაშობდა რაგბს, სადაც დაინტერესდა მეღვინეობით და ტრავმის მიღების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში მეღვინეობის დაარსების იდეით. მეღვინეობა მდებარეობს კახეთში, სოფელ ართანაში, აღმოსავლეთ საქართველეში. 13 ჰექტარ საკუთარ ვენახებზე გაშენებული აქვთ ოთხი ჯიში: საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე და ხიხვი.
მეღვინეობა არის მცირე ზომის და სულ აწარმოებს 5000 ბოთლს.
ღვინოს აქვს ღრმა, მოწითალო ქარვისფერი შეფერილობა. არომატებში იგრძნობა დავარგების ტონები, მაღალი ინტენსივობის ვაშლის და გარგარის ჩირის, მოხალული თხილის, ფიჭის და კარამელის არომატები. გემოზე ღვინო დაბალანსებულია, სრული ტანინებით და რბილი მჟავიანობით. იმეორებს არომატებში დაპირებულ გემოებს და აქვს ხანგრძლივი დაბოლოება. ღვინო დავარგებულია და არ საჭიროებს შემდგომ დავარგებას. მიირთვით, გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან, ქაბაბთან, სოკოს რიზოტოსთან და ჩირებისა და თხილეულის დაფასთან ერთად.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
- ქარვისფერი
- სანელებლები
- ჩირი
- მსუბუქი სხეული
- ნაზი ტანინი
- ქვევრი
- რქაწითელი
- მზეი
- კახეთი