მეღვინეობა დაარსდა 2017 წელს, ღვინოზე შეყვარებული ირაკლი ფერაძის მიერ, რომელიც არის როგორც დამფუძნებელი, ისე მეღვინე. მეღვინეობა მუშაობს 3 სხვადასხვა რეგიონის ჯიშზე, ქართლიდან, კახეთიდან და იმერეთიდან, რომლებსაც ასევე სამი სხვადასხვა მეღვინეობის ტექნიკის გამოყენებით აწარმოებს, ესენია ქვევრის ტექნოლოგია, უჟანგავი ფოლადის ავზებში ღვინის დაყენება და ფრანგული მუხის კასრებში ღვინის დავარგება ბატონაჟის თანხლებით. მეღვინეობა მდებარეობს მცხეთის რაიონში, საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. მეღვინეობა ყოველწლიურად აწარმოებს დაახლოებით 50,000 ბოთლს.
კრახუნა არის ღია ჩალისფერი, კრიალა და გამჭირვალე, ახასიათებს საშუალოზე მაღალი ინტენსივობის მწიფე მსხლის, ვაშლის, მწიფე ტყემლის, მწიფე ალუჩის არომატები, გემოზე აქვს საშუალო მჟავიანობა და ხანგრძლივობა. ეს ღვინო საუკეთესოა ახლა მისართმევად. შეეხამება ცოცხალ საგაზაფხულო სალათებს.
რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
- ჩალისფერი
- ტროპიკული ხილი
- ციტრუსი
- დახვეწილი
- ცინცხალი მჟავიანობა
- კლასიკური
- კრახუნა
- იმერეთი