ღვინო დამზადებულია კახური ტრადიციული მეთოდით ქვევრში, კახეთის რეგიონის სოფელ მანავში მოწეული კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან. მანავის მიკროზონა ცნობილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი კახური მწვანეს მოსაყვანად. ღვინო ვარგდებოდა ქვევრში 5 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ფრანგული მუხის კასრებში 12 თვით.
ფერაძის მწვანე ქვევრის ღვინოს ინტენსიური ქარვისფერი შეფერილობა აქვს. ახასიათებს გულაბი მსხლის, გამომცხვარი კომშის, ლეღვის ჩირის, სანელებლებისა და ბალახეულის ნაყენის არომატები. სრული სხეული აქვს, ომახიანი ტანინებითა და გამყოლი გემოთი.
ღვინის ასაკიდან გამომდინარე იგი კარგ ფორმაშია ახლავე მისართმევად, თუმცა აქვს პოტენციალი კიდევ რამდენიმე წლით ბოთლში დავარგების. იდეალური იქნება მისი დაგემოვნება ნოყიერ ხორციან კერძებთან ერთად. მაგალითად გრილზე შემწვარი ფრინველის ან საქონლის ხორცთან, დაბრაწულ ბოსტნეულთან ბრინჯის გარნირით.
დეა ფურცელაძე
ღვინის ექსპერტი, ღვინის ტურიზმის და მარკეტინგის მაგისტრი
- ქარვისფერი
- გამომწვარი მუხის ტონები
- ჩირი
- გარგრის ჩირი
- კარამელი
- ქვევრი/მუხის კასრი
- მწვანე
- ფერაძის მეღვინეობა
- მანავი
- კახეთი