ეტიკეტზე გამოსახულია მელია. როგორც თავად მეღვინე ამბობს მელია მათი ოჯახისა და ვენახის მეგობარია, იცავს ვენახს მღრღნელებისგან და სამაგიეროდ თავის წილ ყურძენსაც მიირთმევს.
სწორედ საერთაშორისო ჯიშისგან, შარდონესგან არის დაყენებული 2022 წლის მოსავლის პეტნატი. ღვინო გამოირჩევა ცინცხალი, ახლადდამწიფებული ხილის არომატით, რომელიც იდეალურად ერწყმის ლექზე დავარგებისგან მიღებულ ნაღებისა და პურ-ფუნთუშეულის არომატებს. გემოზე კი ცოცხალი მჟავიანობა, ბასრი სტრუქტურა და მოტკბო, ხანგრძლივი დაბოლოება გვხვდება.
პეტნატი ახალგაზრდა ასაკში მისართმევი ღვინოა, რომელიც იდეალურად ეხამება ცოცხალ ხილს, კრემოვან ნამცხვრებს, ტარტსა და ფრანგულ მაკარონს.
კატო შალვაშვილი
8000 მოსავლის სომელიე და დეგუსტატორი
- ჩალისფერი
- თეთრი ხილი
- მსუბუქი
- სასიამოვნო სიმჟავე
- ხალისიანი
- პეტნატი
- შარდონე
- კონდოლი
- კახეთი