მეღვინეობა ჭალელი ახალგაზრდა მევენახე-მეღვინის, ჯაბა აბაიშვილის მცირე მარანია. იგი აწარმოებს კლასიკური ტექნოლოგიით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში დაყენებულ ცოცხალ და არომატულ ღვინოებს. ჯაბა მუშაობს ჯიღაურას კვლევით ცენტრში, სადაც უნიკალური ვაზის ჯიშების, საკოლექციო ვენახებია გაშენებული. სწორედ ამ ვენახიდან მიღებული ყურძნით აწარმოებს ჯაბა ღვინოებს, ამიტომაც არის ასეთი დახვეწილი და განსხვავებული. ჯაბას პირველმა მოსავლის წელმა, როგორც ჭალელის დამფუძნებელი და მეღვინე დიდი წარმატება მოუტანა, ამიტომაც მის ასორტიმენტში საინტერესო ექსპერიმენტებსა და ახალ ჯიშებს უნდა ველოდოთ.