შატო ბუერას მეღვინეობის შესახებ პირველი რაც გვახსენდება ის რევოლუციური გადაწყვეტილებაა რის შედეგადაც დღეს ყვარელში მიტოვებული და დაჭაობებული ადგილის ნაცვლად ნამდვილი ოაზისი გვხვდება. გამორჩეული დიზაინისა და უნიკალური არქიტექტურის მქონე შატო 2018 წელს დაარსდა, შატოს მთავარი ხიბლი ტრადიციული და თანამედროვე სტილის იდეალურ სინთეზშია. აღსანიშნავია შატო ბუერას დამფუძნებლის, გიორგი მაისურაძის წვლილი შატო ბუერას იდეოლოგიისა და ვიზუალის ჩამოყალიბებაში.
შატოს იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სარეზერვო ღვინოების შექმნა წარმოადგენს, რაც წლების გასვლის შემდეგ გააცოცხლებს მათ ისტორიებს და სტუმრებს მისცემს საშუალებას საქართველოს მეღვინეობის წარსულში იმოგზაუროს. რა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი საუკეთესო ღვინის შესაქმნელად? კონცეფციის არსებობა და ღირებულებების თაობიდან თაობაზე გადაცემა, რასაც შატო ბუერა ნამდვილად ქმნის.