დაქიშვილის მეღვინეობა ერთ-ერთი პირველი საოჯახო სტილის მეღვინეობაა საქართველოში, რომლის დამფუძნებელი და მეღვინე გოგი დაქიშვილია. თავისუფლად შეგვიძლია გოგის საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინე ვუწოდოთ, გარდა საკუთარი მარნის შექმნისა გოგის დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მეღვინეობის ფეხზე დაყენებასა და განვითარებაში. წლების შემდეგ მამის საქმიანობაში მისი შვილი, თემურ დაქიშვილიც ჩაერთო და დღეს ისინი ერთად ქმნიან ბრენდს, რომელმაც დროს გაუძლო და მომხმარებელი ყოველ წლიურად ინტერესით ელოდება დაქიშვილების ახალი მოსავლის ღვინოებს.