ადონისის მითი ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა მითოლოგიაში, ბუნების მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი თვისების გამოხატვის სიმბოლოდ. სწორედ ამ დასახელების გამო შეიძლება ჩავთვალოთ მათი ნამუშევარი ბუნების გარდაქმნად იმ ღვინოში, რომელსაც საბოლოოდ თავად ვეცნობით.
ადონისო, "მეღვინეობა ხვანჭკარა"-ს ერთ-ერთი ხაზია. მარანი საქართველოს პატარა, ღვინის მთიან რეგიონში, რაჭაში მდებარეობს. მათ საკუთრებაშია 10 ჰექტარი ვენახი. იგი პირველი მეღვინეობაა რაჭაში, რომელიც 1927 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი თავადი დიმიტრი ყიფიანი გახლდათ, რომელმაც დააყენა ყველაზე ცნობილი რაჭული ღვინო, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ხვანჭკარა. წლების გასვლის შემდეგ მარანი ჭანტურიების ოჯახის მფლობელობაში გადავიდა და უკვე 15 წელია ისინი უდგანან სათავეში.