ეიფორია მცირე მეღვინეობაა, რომლის მიზანიც არის საქართველოს ყველა რეგიონში არსებული იშვიათი ჯიშების პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ ეიფორიას ასორტიმენტი გამორჩეულად მრავალფეროვანია. როგორც მეღვინე, გიორგი გახარია გვიყვება თითოეულ ახალ ჯიშთან მუშაობა ახალი გამოწვევაა. ეს კი მისთვის, როგორც მეღვინისთვის, ძალიან საინტერესო პროცესია, მუდმივად ახლის შესწავლა და განვითარება.