ეთნოს მეღვინეობა 2014 წელს დაარსდა და მისი სახით საქართველოს ბაზარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიო მეღვინეობა შეემატა. ბიო ღვინის წარმოება განსაკუთრებულ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს, სწორდ ამიტომ ამ მიმართულების მეღვინეობები ცოტაა. როგორც ეთნოს მთავარი მევენახე-მეღვინე გიორგი ელიზბარაშვილი გვიყვება ეთნოს მთავარი ფილოსოფია მომხმარებელზე და გარემოზე ზრუნვაა, სწორედ ამის საშუალებას მათ ბიო მეღვინეობა აძლევს, ზედმეტი ჩარევებისა და ქიმიური დანამატებების გარეშე დაყენებული, უზადო ღვინოები, რომლებიც ტერუარის ხასიათს იდეალურად გვიჩვენებენ. ეთნოს ასორტიმენტში ქვევრში დაყენებულ კახურ ჯიშებს შეხვდებით, თუმცა მეღვინეობა გაფართოებას გეგმავს, რადგან ამის საშუალებას ვენახების რაოდენობა აძლევთ და წინასწარი გეგმაც გაწერილია თუ რომელი მიკროზონის კლასიკურ ღვინოებს დააყენებენ.