Georgian Wine Shop & Bar

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა შევუკვეთო ღვინო თქვენს საიტზე?
საიტზე ღვინის შეძენა გაძლევთ საშუალებას კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად აირჩიოთ სასურველი ღვინო და მიიღოთ ადგილზე უმოკლეს ვადაში. ამასთანავე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ შეძენილი ღვინოების ისტორია, რაც დაგეხმარებათ ახალი, ანდაც აწ უკვე გასინჯული გემოების აღმოჩენასა და გახსენებაში.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთა სხვა ქვეყნებიდან?
დიახ, ღვინის შეკვეთა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ტრანპორტირება ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და თანხა ანგარიშდება ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურად, ბოთლების რაოდენობის გათვალისწინებით. ხოლო გზავნილს მიიღებთ 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ქვეყანაში მოქმედებს სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებს ან ზღუდავს პირადი მოხმარების მიზნით ალკოჰოლის შეტანას ქვეყნის ტერიტორიაზე. აუცილებლად გაეცანით ამ რეგულაციებს, საბაჟო პროცედურების თავიდან აცილების მიზნით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ საზღვარგარეთ ტრანსპორტირება არ შეიცავს არანაირი სახის დაზღვევას.

რამდენად უსაფრთხოა ონლაინ შესყიდვა?
ონლაინ შესყიდვა ჩვენს საიტზე ხორციელდება TBC ბანკის მხარდაჭერით და ყველა ოპერაცია სრულდება დაცულ სერვერებზე. ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, რომელსაც იყენებთ ტრანზაქციის დროს. ასევე არ ვასაჯაროებთ ინფორმაციას, რომელიც საიტზე შეგყავთ რეგისტრაციის და შეკვეთის განხორციელების დროს. თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე მხარეზე გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.

რა მოხდება, თუ პროდუქტი აღმოჩნდება დაზიანებული ან გაფუჭებული?
თბილისში შეძენის შემთხვევაში თუ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება საიტზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა და სხვა პროდუქტის შეკვეთა იმავე თანხის ფარგლებში. ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ ხარვეზიანი პროდუქტის ნიმუში. ხოლო რეგიონებისა და სხვა ქვეყნების შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს ნივთის უსაფრთხოებაზე იქიდან გამომდინარე, რომ ტრანპოსრიტებას ახდენენ საფოსტო კომპანიები ჩვენგან დამოუკიდებლად.

გაქვთ სხვა კითხვა?
აუცილებლად მოგვწერეთ info@8000vintages.ge-ზე და უმოკლეს დროში მიიღებთ ამომწურავ პასუხს.

Up