ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნდა შევუკვეთოთ ღვინო საიტზე?
საიტზე ღვინის შეკვეთით ჩვენი ღვინო კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ თქვენი საყვარელი ღვინო ან გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალ სომელიესთან რომელიც ღვინის შერჩევაში დაგეხმარებათ.

 

შესაძლებელია თუ არა შეკვეთა სხვა ქვეყნებიდან?
დიახ, შეკვეთა შესაძლებელია მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, სადაც წარმოდგენილია გზავნილების სერვისი TNT. უცხოეთიდან შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში მიწოდების ფასი და დრო დაიანგარიშება ინდივიდუალურად, ტვირთის წონისა და მანძილიდან გამომდინარე. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ქვეყანაში მოქმედებს სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებს ან ზღუდავს პირადი მოხმარების მიზნით ალკოჰოლის შეტანას ქვეყნის ტერიტორიაზე. აუცილებლად გაეცანით ამ რეგულაციებს, საბაჟო პროცედურების თავიდან აცილების მიზნით.

 

რამდენად უსაფრთხოა ონლაინ შესყიდვა?
ონლაინ შესყიდვა ჩვენს საიტზე ხორციელდება TBC ბანკის მხარდაჭერით და ყველა ოპერაცია სრულდება დაცულ სერვერებზე. ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, რომელსაც იყებენთ ტრანზაქციის დროს. ასევე არ ვასაჯაროებთ ინფორმაციას, რომელიც საიტზე შეგყავთ რეგისტრაციის და შეკვეთის განხორციელების დროს. თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე მხარეზე გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.

 

რა მოხდება, თუ პროდუქტი აღმოჩნდება დაზიანებული ან გაფუჭებული?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება საიტზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა და სხვა პროდუქტის შეკვეთა იმავე თანხის ფარგლებში. ამისათვის საჭიროა, წარმოადგინოთ ხარვეზიანი პროდუქტის ნიმუში.

 

გაქვთ სხვა კითხვა?
აუცილებლად მოგვწერეთ info@8000vintages.ge-ზე და უმოკლეს დროში მიიღებთ ამომწურავ პასუხს.