ტატულაშვილების ოჯახში მეღვინეობა ტრადიციული საქმიანობაა, მრავალი წლის განმავლობაში უვლიდნენ ვაზს და აყენებდნენ ღვინოს, თუმცა მხოლოდ ხუთი წელია რაც საზოგადოებამ გაიცნო მამა და შვილის მარანი. ასორტიმენტში შეხვდებით როგორც ქვევრის ასევე კლასიკურად დაყენებულ ღვინოებს. მეღვინეობის მთავარ მიზანს ვენახების ბიო წარმოებაზე გადაყვანა წარმოადგენს და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ აქტიურად.