კახური მცვივანი იშვიათი თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე მივიწყებული იყო. ის უხვმოსავლიანობითა და დაავადებებისადმი გამძლეობით გამოირჩევა. მისგან ძირითადად ქარვისფერი მშრალი ან ჩალისფერი ინტენსიური არომატების მქონე ღვინო მზადდება. ქვევრში დაყენების შემთხვევაში კახური მცვივანი მკვეთრი მწიფე ხილის არომატებით გამოირჩევა, აქვს ძლიერი სტრუქტურა, სრული სხეული და ხანგრძლივი დაბოლოება. ჩალისფერ ანუ კლასიკურად დამზადებულ კახურ მცვივანს ოქროსფერი სხივი დაყვება. ასეთ ღვინოს მრავალფეროვანი არომატები ახასიათებს, შეხვდებით თეთრი ხილის, ყვავილოვან და თხილეულის გამოკვეთილ გემოებსაც. მეღვინეები ამ ჯიშისგან სხვადასხვა სტილის ღვინოებს აყენებენ, გამოირჩევა დაძველების პოტენციალით.
კახური მცვივანისგან დაყენებული ღვინო შემოდგომას განსაკუთრებით უხდება.
ამ ჯიშისგან დამზადებული ღვინო დღესაც იშვიათია, თუმცა ჩვენთან რამდენიმე შესანიშნავი ნიმუშის შეძენა შეგიძლიათ: