მცირე საოჯახო მარნების სიას კიდევ ერთი ახალი და საინტერესო მეღვინეობა შეემატა. გოგლას ღვინო კარდენახში მდებარეობს. ღვინის შექმნის იდეა მარნის დამფუძნებლის მეუღლის, გოგლასი გახლდათ, ვენახის გაშენებაც სწორედ მანდ დაიწყო, თუმცა ტრაგიკული შემთხვევის გამო ვერ მოასწრო განხორციელება, მაგრამ მისმა მეუღლემ, ნინომ შეძლო რომ დაესრულებინა მისი საქმე და პირველივე მოსავლის აღებისას დააყენეს გოგლას სახელობის ღვინო. გოგლას მეღვინეობა კახურ ჯიშებზე მუშაობს და მიმართულებად ქვევრის ღვინო აირჩიეს. როგორც ნინო თავად გვიყვება მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უფრო მსუბუქი, ცოცხალი და ნაკლებ ტანინიანი ქვევრის ღვინო დაეყენებინათ, რომ იმ ადამიანებსაც შესძლებოდათ დაგემოვნება, რომლებსაც ქვევრის სიმძიმე არ უყვართ, სწორედ ასეთი ღვინოც გამოუვიდათ.