გოცას" ვენახები გაშენებულია ქვემო ქართლში, სოფელ მარაბდასა და ასურეთს შორის 2013 წელს, სადაც 14 ქართული სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავთ.მეღვინეობას და ვენახს გააჩნია ,,Demeter"- ის ბიოდინამიური სტანდარტი 2018 წლიდან. გოცაძეების საოჯახო ღვინის ტრადიცია სათავეს იღებს ამჟამინდელი მეღვინე, კონსტანტინე გოცაძის დიდი ბაბუისგან, რომელმაც ღვინის დაყენება დაიწყო დასავლეთ საქართველოს ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში, თავის მარნებში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ოჯახი საცხოვრებლად დედაქალაქ თბილისში გადავიდა და ტრადიციული ღვინოების დამზადება განაგრძო. ამჟამინდელი მარანი კიკეთში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზეა, ასურეთის 4 ჰა ბიოდინამიკური ვენახი მდებარეობს სოფელ "მარაბდასა" და "ასურეთს" შორის, მანძილი ვენახსა და მეღვინეობას შორის არის დაახლოებით 10 კმ. 2018 წლიდან მიიღეს ასევე ორგანული სერტიფიკატი "Kiwa BSC" GE-BIO-141-ის მიერ. მათი ღვინოები თავისუფალია ყოველგვარი დანამატისგან და დუღილი მიმდინარეობს სპონტანურად.