1985 წლიდან შალვა გვარამაძემ ვენახების გაშენება საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში, კერძოდ კი კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში დაიწყო. სავენახე მიწის შერჩევას დიდი ყურადრება ეთმობოდა მათი მხრიდან. კარდენახის გარდა ვენახები გაშენებულია ქინძმარაულში სოფ. ენისელის ტერიტორიაზე, ასევე წარაფისა და ახოების მიკროზონებში. 2005-2006 წლებში თავად დაიწყო არსებული ქვევრების შეგროვება, რომელსაც კარდაკარ აგროვებდა და თავის ქარხანაში მიჰქონა, სულ შეაგროვა 260 ქვევრი, რომელიც 400-500 ტონა ღვინოს იტევდა ჯამში. ბავშვობის მოგონებებიდან ხიხვის მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდა, რადგან პაპა სწორედ ამ ჯიშს უვლიდა. მისი პოვნა იტალიაში, ვაზის ჯიშების მსოფლიო ბიბლიოთკაში შეძლეს, სადაც ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები ინახებოდა, ნარგავები ჩამოიტანეს და 1 ჰა-ზე გააშენეს. სწორედ ამ ვენახებიდან მოყვანილი ხიხვით დაამზადეს ძველი, მივიწყებული ღვინო კარდენახი, რომელიც შემაგრებული ხასიათის არის და ტკბილი ღვინოა. ღვინო კარდენახმა American Wine &Spirits- ის კონკურსში შემაგრებულ და ტკბილ ღვინოებში 100 ქულიდან 92 ქულა მიიღო, რომლის შესახებაც ამერიკულ ჟურნალშიც დაიწერა.