ღვინის კომპანია ,,გვარიანი’’ ჯიმშერ ჩხაიძემ დაარსა, რომელიც ამავდროულად ,,ასკანელი ძმების’’ თანადამაარსებელიცაა. ,,გვარიანი“ ქართული სიტყვაა და შესანიშნავს, კარგს ნიშნავს. ღვინის წარმოებას ორი ახალგაზრდა მეღვინე, დიმიტრი თავბერიძე და ბაჩო ახვლედიანი, უძღვება. ეტიკეტზე წარმოდგენილია რთველისა და ღვინის წარმოების პროცესი. ასევე ჩამოთვლილია მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ქართული საინტერესო გვარები.