იკანოს მეღვინეობა საქართველოს ღვინის მთავარ რეგიონში, კახეთში, კერძოდ კი ნეკრესში ისტორიულ ლოკაციაზე სადაც უძველესი ნაქალაქარია აღმოჩენილი. მარნის მთავარი მეღვინე დათა გამგონეიშვილია.
მეღვინეობის საკუთრებაშია 27 ჰექტარი ვენახი, ისინი მხოლოდ საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნით აყენებენ ღვინოს. მათი მიზანი ბიო წარმოებაზე გადასვლაა, 2025 წლისთვის კი უკვე ბიო ვენახებიდან დაყენებული ღვინის წარმოებას შეძლებენ.
ეტიკეტზე გამოსახულია ერთადერთი ხე, რომელიც მარნის ტერიტორიაზე დგას, იგი სიმბოლოდ იქცა იკანოს მეღვინეობის.