ღვინის შესახებ
ღვინო დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ჭაჭაზე ხანგრძლივი დაყოვნებით. ღვინო არ არის გაფილტრული. ორივე ყურძნის ჯიში, გაშენებულია ტიბაანის მიკროზონაში. სულ წარმოებულია 1250 ბოთლი.
ღვინო არის საშუალო ქარვისფერი, აქვს გამომცხვარი ვაშლის, გამომცხვარი მსხლის, კარამელის და საცხობი სანელებლების არომატი. ღვინო არის საშუალო-სხეულიანი, საშუალოზე მაღალი მჟავიანობითა და ახალგაზრდა ტანინებით. ღვინოს აქვს ხანმოკლე დავარგების პოტენციალი და სასურველია დავარგდეს უახლოესი ერთი წლის მანძილზე. მიირთვით 2025-2028 წლებში. შეუხამეთ მარილიან ყველს, ხამონს და შემწვარ კალმახს.
გიო ფოცხვერაშვილი
ღვინის კრიტიკოსი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
12.5%
ფერი
- ქარვისფერი
არომატი
- ქიშმიში
გემო
- გამოხატული ბუკეტი
- ექსტრაქტული
- ხავერდოვანი
ტექნოლოგია
- ქვევრი
ჯიში
- კახური მწვანე
- რქაწითელი
ადგილი
- ტიბაანი
რეგიონი
- კახეთი
წელი
2020