ღვინის შესახებ
ეტიკეტზე გამოსახულია ერთადერთი ხე, რომელიც მარნის ტერიტორიაზე დგას, იგი სიმბოლოდ იქცა იკანოს მეღვინეობის.
ღვინოს აქვს საშუალო ინტენსივობის ლალისფერი შეფერილობა, ცხვირზე არის საშუალოდ ინტენსიური, აქვს სიმწიფეში შესული ალუბლისა და მაყვლის არომატები. გემოზე არის საშუალოდ ხანგრძლივი, საშუალო მჟავიანობით, საშუალოზე მაღალი ტანინით. არის ცოცხალი და მძლავრი. აქვს გემოს საშულო ხანგრძლივობა. შესაძლებელია ახლა მირთმევა და დაძველება 2027-2030 წლამდე. ღვინო იდეალურად ეხამება გრილზე შემწვარ ხორცს, ბოსტნეულთან ერთად. რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
13%
ფერი
- ლალისფერი
არომატი
- წითელი კენკროვანი ხილი
გემო
- სხეულიანი
ტექნოლოგია
- კლასიკური/მუხის კასრი
ჯიში
- საფერავი
ადგილი
- ყვარელი
- შილდა
რეგიონი
- კახეთი
წელი
2019