მამისეული არის მარანი, რომელიც 3 ქალიშვილის მამამ დააფუძნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ქალბატონებმა გადაწყვიტეს მამის წამოწყებული საქმე გაეგრძელებინათ და ღვინის წარმოება და მარნის მართვა ითავეს. მარანი მდებარეობს ბოლნისში, ქართლის რეგიონში. მეღვინეობა აწარმოებს ბოლნურ რქაწითელს და თავკვერს.