რთულია ჭიათურის ხსენებაზე პირველრიგში მანგანუმის საბადოები არ გაგვახსენდეს, თუმცა სოლომონეს მეღვინეობამ შეძლო, რომ ღვინის მოყვარულ საზოგადეობაში ჭიათურა მაღალხარისხიან ღვინოსთან გახდა ასოცირებული, სწორედ ეს გახლდათ სოლომონეს დამფუძნებლის მიზანი, დავით ჩაჩანიძის, რომელიც მან მეღვინე გიორგი ლეჟავასთან ერთად განახორციელა.
იმერეთის რეგიონის ხასიათისა და ჯიშების განსხვავებული ტექნოლოგიით წარმოჩენა სოლომონეს მეღვინეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს, საფასო კატეგორია კი ყველა ტიპის მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიცნოს და დააგემოვნოს მათი ღვინოები.