მგალობლიშვილი კონვენციური მეღვინეობაა, რომელიც გარდაბანის რაიონ, სოფელ მარტყოფში მდებარეობს. მარნის დამფუძნებელი გვანცა მგალობლიშვილია, მთავარი მეღვინე კი ზურაბ ბიბიჩაძე. მათი ვენახები კახეთში კერძოდ კი ყვარლის რაიონის სოფელ აკურაში არის გაშენებული, ამჟამად 9 ჰექტარი თუმცა აქტიურად მუშაობენ ვენახების გაფართოებაზე. 2022 წლის ღვინოები კი მათი პირველი მოსავალია.