ნაბერაულის მეღვინეობა სულ ცოტა ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა უკვე მოიპოვა დიდი დაინტერესება და მოწონება. მარნის მთავარი იდეოლოგია რაჭა-ლეჩხუბის რეგიონის განვითარებაა, რისთვისაც მათ შექმნეს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინო, არამედ სადეგუსტაციო სივრცე ტურსიტების მისაღებად, სადაც ნაბერაულის ღვინოებთან ერთად, უნიკალური რაჭული კერძების დაგემოვნებაც იქნება შესაძლებელი და რაც ყველაზე მთავარია ნაბერაულმა შექმნა ღვინის ლაბორატორია, რაც არა მხოლოდ მათ არამედ მთელს რაჭა-ლეჩხუბის მეღვინეობებს მოემსახურება, ნებისმიერი მეღვინე შეძლებს შორი გზის გავლის გარეშე, თავიანთ რეგიონში ჩაუტარონ ღვინოებს ანალიზი. მარანი ასევე აქტიურად მუშაობს დაკარგული და მივიწყებული ჯიშების აღდგენაზე, რაც მეტად საინტერესოს ხდის მათ ასორტიმენტს