ნანატრი მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლში, კერძოდ კი ხაშურში მდებარეობს. გიორგი გოგიჩაშვილი მარნის დამფუძნებელია. ნანატრი პირველი მეღვინეობაა ხაშურიდან და გიორგი ამ სტატუს ამაყად და ღირსეულად ატარებს. ნანატრის წლიური წარმოება 10 ათასი ბოთლია. ისინი ორ ჯიშზე ჩინურსა და პინო ნუარზე მუშაობენ. საინტერესოა რომ პინო ნუარი ხაშურის ერთ-ერთი სოფელში, ძაღვლში არის გაშენებული 70-იან წლებში, ფრანგების მიერ, სწორედ ამ ვენახიდან მოწეული ყურძნის არის ნანატრის პინო ნუარი დაყენებული. ეტიკეტზე საუბარი განსაკუთრებით უყვარს გიორგის, რადგან ამბობს რომ მისი ღვინის ეტიკეტი ზუსტად გამოხატავს მისი ღვინის ხასიათსა და ბუნებას. ეტიკეტზე გამოსახულია მონატრებული ადამიანების ჩახუტება, რომელთაც ერთმანეთი დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავთ და სწორედ შეხვედრისგან გამოწვეული ბედნიერება არის ასახული ეტიკეტზე. გიორგის ძმა ემიგრაციაში, საფრანგეთში ცხოვრობს, სწორედ ეს გახდა მისი ინსპირაციის წყარო.