მეღვინეობა ნეკრესი მდებარეობს ულამაზეს ჭადრების ხეობაში, ნეკრესის მონასტრის გზაზე. გარდა მარნისა, პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროც დაგხვდებათ სადაც ქართული სამზარეულოს უნიკალური კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. ოთო ტაბატაძე ნეკრესის თანადამფუძნებელია, როგორც თავად გვიყვება მთავარი სამომავლო გეგმები ასორტიმენტისა და ბოთლების რაოდენობის გაზრდას უკავშირდება. სულ ცოტა ხანია რაც მათ ასორტიმენტს შეემატა პეტნატი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მომხმარებლებში.