ნიკა ხუნდაძე ნიკიფორეს მეღვინეობის დამფუძნებელია. არც ოჯახურმა ტრადიციამ და არც პროფესიამ არ განაპირობა მისი მარნის შექმნა, მხოლოდ და მხოლოდ ნიკას უდიდესმა სიყვარულმა ღვინის მიმართ, ენთუზიასტი, ღვინის მოყვარულიდან იგი თავად იქცა მეღვინედ, რომელმაც წლებთან ერთად დახვეწა მისი ნამუშევრები, გააფართოვა ასორტიმენტი და საკუთარი ადგილი დაიკავა ქართულ მეღვინეობაში. როგორც თავად გვიყვება მის სავიზიტო ბარათს ხაშმის საფერავი წარმოადგენს, სწორედ ეს იყო პირველი ღვინო რომელიც მან დააყენა და დღემდე ასორტიმენტის მთავარ წერტილს წარმოადგენს.