ორილო ნახუცრიშვილების ოჯახის მეღვინეობაა. ისინი წარმოშობით ხაშმიდან არიან და სწორედ ამიტომ, ხაშმის საფერავზე მუშაობენ. ჯიშის მრავალფეროვანი ბუნება საშუალებას იძლევა, განსხვავებული ტექნოლოოგით დაყენებისას განსხვავებული ხასიათი გვიჩვენოს. ორილო აწარმოებს როგორც კლასიკურ, ასევე ქართულ ტრადიციულ და მუხის კასრში დავარგებულ ხაშმის საფერავს. აღსანიშნავია, რომ ვენახი, რომლისგანაც ორილოს ხაშმის საფერავი იქმნება 60 წელს ითვლის.
ნახუცრიშვილების ოჯახის მთავარ მიზანს ხაშმის საფერავის უკეთ გაცნობა წარმოადგენს როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელი ღვინის მოყვარულებისთვის.