Georgian Wine Shop & Bar

ღვინის მიღების წესი

ღვინის შემოტანა ჩვენს მაღაზიაში ფარული დეგუსტაციის წესით ხდება.

ღვინოს სპეციალურად შემდგარი კომისია აფასებს, რაც ნიშნავს, რომ ვიწვევთ 4 ან 5 საქართველოში მოქმედ და პროფესიონალ დეგუსტატორს, ბოთლები შეფუთულ მდგომარეობაშია და მათ არ იციან ვის ღვინოს სინჯავენ. თუ იტყვიან რომ ღვინოს არ აქვს რაიმე მიკრობიოლოგიური ან სოკოვანი დაავადება, ასევე განვითარებულია ორგანოლეპტიკურად, ამის შემდეგ ხდება შეფასება 5 ბალიანი სისტემით, საიდანაც საშუალო არითმეტიკულით უნდა ვიღებდეთ მინიმუმ 3 ქულიან ზღვარს იმისათვის, რომ ღვინო ჩვენი მაღაზიის თაროებზე მოხვდეს. 

თუ გსურთ ღვინის შემოტანა, დატოვეთ ნიმუში თაბუკაშვილის ფილიალში ყოველდღე, 11:00-00:00-მდე (რ. თაბუკაშვილის #27; ) თანდართული ინფორმაციით: 

1) ღვინის ტიპი;

2) ჯიში;

3) მოსავლის წელი;

4) ტექნოლოგია;

5) თქვენი სახელი და გვარი;

6) ტელეფონის ნომერი;

7) მეილი;

8) წარმოების სახელი;

*ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის ხელმეორედ დატოვება საჭირო არ არის.

 

*დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ აღნიშნული ფორმა:

Up