მშვიდი ღვინო, ჯიშების მრავალფეროვნებით გამორჩეული მცირე მეღვინეობაა, რომლის დამფუძნებელიც ბექა კოკაია გახლავთ. ბექა არაერთი საქმიანობით არის დაკავებული თუმცა მეღვინეობის შექმნის შემდეგ სწორედ ეს სფერო გახდა მისთვის უმთავრესი, ამიტომ პროფესიონალურად გადაწყვიტა ღვინის ტექნოლოგიის შესწავლა და 38 წლის ასაკში სტუდენტი გახდა. როგორც თავად ბექა გვიყვება ის პოტენციალი რაც საქართველოს აქვს ენდემური ჯიშების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე სწორედ ამ პოტენციალის გამოყენებაა მისი მიზანი ამიტომაც ცდილობს გასნხვავებულ და მცირედწარმოებულ ჯიშებთან მუშაობას. ღვინოები უჟანგავი ფოლადის ცისტერენებშია დაყენებული თუმცა კანთან კონტაქტთით, რაც ძველი, ქართული ტრადიციული მეთოდისა და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიის იდეალურ სინთეზსს წარმოადგენს.