ირაკლი ფერაძის მეღვინეობა ჯიშური და რეგიონალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მნიშვნელოვანია რომ ჯიშებთან ერთად ფერაძის მეღვინეობა ტექნოლოგიური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა, ასორტიმენტში როგორც უჟანგავი ფოლადის ასევე მუხის კასრისა და ქვევრის ღვინოებს შევხვდებით. ერთი და იგივე ჯიშის სხვა და სხვა ტექნოლოგიით დაყენება და შესაბამისად განსხვავებული ხასიათის წარმოჩენა ფერაძის მეღვინეობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, როგორც თავად ირაკლი გვიყვება მისი წარმატებისა და მაღალი ხარისხის საიდუმლო მხოლოდ და მხოლოდ უზომო სიყვარულშია ღვინის მიმართ.