Georgian Wine Shop & Bar

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აღნიშნული პოლიტიკა განმარტავს იმას, თუ როგორ იყენებს შპს „ქართული ღვინის კოოპერაცია“ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ჩვენი სერვისების სარგებლობის დროს.

ბოლო განახლება: 11.11.2021

გამოყენების პირობები:
"www.8000vintages.ge წარმოადგენს შპს „ქართული ღვინის კოოპერაციის“ ინტელექტუალურ საკუთრებას. დაუშვებელია ნებართვის გარეშე ნებისმიერი ტექსტური თუ ვიზუალური მასალის გადმოწერა და გამოყენება - როგორც კომერციულ საქმიანობაში, ასევე პირადი მიზნებისთვის. საიტის გამოყენებით ადასტურებთ იმას, რომ ხართ სრულწლოვანი პირი.”

პრივატულობა:
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პირადულობას, შესაბამისად ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც რეგისტრირებისას გვიზიარებთ, გამოიყენება მხოლოდ ჩვენს მიერ და არ გაიცემა მესამე მხარეზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

უსაფრთხოება:
ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, საბანკო ოპერაციები ხორციელდება დაცულ სერვერზე - TBC და საქართველოს ბანკების მხარდაჭერით.

ცვლილებები წესებში:
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევცვალოთ აღნიშნული წესები საჭიროებისამებრ, შესაბამისად, გთხოვთ, გადაამოწმოთ იგი პერიოდულად. ყოველი განმარტება ძალაში შედის მისი განთავსების მომენტიდან. განახლების თარიღი მითითებულია დოკუმენტის დასაწყისში.

Up