მეღვინეობის შესახებ
ნანატრი მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლში, კერძოდ კი ხაშურში მდებარეობს. გიორგი გოგიჩაშვილი მარნის დამფუძნებელია. ნანატრი პირველი მეღვინეობაა ხაშურიდან და გიორგი ამ სტატუსს ამაყად და ღირსეულად ატარებს. ნანატრის წლიური წარმოება 10 ათასი ბოთლია. ისინი ორ ჯიშზე ჩინურსა და პინო ნუარზე მუშაობენ. საინტერესოა რომ პინო ნუარი ხაშურის ერთ-ერთი სოფელში, ძაღვლში არის გაშენებული 70-იან წლებში, ფრანგების მიერ, სწორედ ამ ვენახიდან მოწეული ყურძნის არის ნანატრის პინო ნუარი დაყენებული. ეტიკეტზე საუბარი განსაკუთრებით უყვარს გიორგის, რადგან ამბობს რომ მისი ღვინის ეტიკეტი ზუსტად გამოხატავს მისი ღვინის ხასიათსა და ბუნებას. ეტიკეტზე გამოსახულია მონატრებული ადამიანების ჩახუტება, რომელთაც ერთმანეთი დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავთ და სწორედ შეხვედრისგან გამოწვეული ბედნიერება არის ასახული ეტიკეტზე. გიორგის ძმა ემიგრაციაში, საფრანგეთში ცხოვრობს, სწორედ ეს გახდა მისი ინსპირაციის წყარო.
ღვინის შესახებ
ღვინოს აქვს დაბალი ინტენსივობის მკრთალი ლიმონის ფერი, არომატზე არის ნეიტრალური, გემოზე აქვს საშუალო მჟავიანობა, დაბალი ინტენსივობის გემო და ხანმოკლე დაბოლოება. იდეალურია ახლა მისართმევად.
რეზი ცეცხლაძე
მეღვინე, ღვინის ექსპერტი, WSET Level 3
მოცულობა
750მლ
ალკოჰოლი
12%
ფერი
- მუქი ჩალისფერი
არომატი
- მინდვრის ყვავილები
- მწიფე ხილი
გემო
- საშუალო სხეული
ტექნოლოგია
- ქვევრი
ჯიში
- ჩინური
საოჯახო მარანი
- ნანატრი
ადგილი
- ქვიშხეთი
რეგიონი
- ქართლი
წელი
2022